ქართული | English

სიახლეები
  • 21-06-2016
  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტურობის კვლევა
  • 03-02-2016
  • შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები - სკრინინგის, პროფილაქტიკის, მართვის და მკურნალობის ძირითადი ასპექტები
  • 15-12-2015
  • პროექტი „სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა“
  • 19-11-2015
  • კონკურსი დიაბეტური ტერფის კაბინეტების მოსაწყობად
  • 23-10-2013
  • კამპანია: აიკრძალოს მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში!
  • 23-10-2013
  • აპრილიდან საქართველოს ოთხ რეგიონში
  • 23-10-2013
  • პარტნიორობა თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოსათვის დაიწყო (09 მარტი 2013)
    გამოკითხვა
    დიაბეტის თემასთან დაკავშირებული რომელი საკითხი იქნებოდა თქვენთვის მეტად საინტერესო?
    დიაბეტის სახეები და გლიკემიის სხვა დარღვევები
    შაქრიანი დიაბეტის ადრეული გართულებები ( ჰიპოგლიკემია, კეტოაციდოზი, ჰიპეროსმოლარული სინდრომი, თანმხლები ინფექციური დაავადებები)
    დიაბეტის შორეული გართულებები (დიაბეტური რეტინოპათია, დიაბეტური ნეფროპათია, დიაბეტური ნეიროპათია, დიაბეტური ტერფი)
    შაქრიანი დიაბეტის თვითკონტროლი (ჯანსაღი კვება, დიეტის ინდივიდუალური შერჩევა, ფიზიკური აქტივობა)
    დიაბეტი და ორსულობა (გესტაციური და პრეგესტაციური დიაბეტი)
    შაქრიანი დიაბეტი ხანდაზმულ და მოხუცებულ ასაკში
    დიაბეტის ფსიქოლოგიური ასპექტები. დეპრესია და შაქრიანი დიაბეტი
    შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკა, დიაბეტის კონტროლი - აუცილებელი ტესტების / ანალიზების/კვლევების ჩატარების რეგულარობა
    სისხლში გლუკოზის თვითკონტროლის მეთოდები და სიხშირე (ინტენსიური კონტროლი); გლიკემიის თვითკონტროლის ტექნიკა. ინსულინის ინექციების ტექნიკა, ინსულინის ინექციების ადგილის როტაციის მეთოდი, სხვდასხვა ტიპის ინსულინის ინექციების ადგილი.
    პრობლემური ტერფი (მაზოლი, კოჟრი, ნახეთქი, ჩაზრდილი ფრცხილები) და მისი მოვლა, იარა ტერფზე. როგორ ვუმკურნალოთ/ვმართოთ. ტერფის რეგულარული შემოწმების მნიშვნელობა. ფეხსაცმლისა და წინდების სწორი შერჩევა
    რამდენად გაწუხებთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (რესტორანი, კაფე, სამუშაო გარემო) დაგროვებული თამბაქოს კვამლი?
    ძალიან მაწუხებს
    ზომიერად მაწუხებს
    არ მაწუხებს
    მიჭირს პასუხის გაცემა
     


     

    სიმონ გაბრიჭიძე – აღმასრულებელი დირექტორი

    დიპლომირებული მედიკოსი

    განვითარებად ქვეყნებში სათემო ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი (ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, გერმანია) 

    საჯარო პოლიტიკისა და მენეჯმენტის მაგისტრი (ჰააგას სიცუალურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, ნიდერლანდების სამეფო)

    სიმონის პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც ჯანდაცვის დეპარტამენტის ოფიცერს თავდაცვის სამინიტროში, ასევე საერთაშორისო ჯანდაცვის პროექტების კოორდინატორს და ჯანდაცვის ინფორმაციული ცენტრის უფროსს ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში. სიმონი ასევე მუშაობდა ჯანდაცვის დაფინანსების ექსპერტად ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში "ჯანდაცვის დაფინანსების რეფორმა საქართველოში." გარდა აკადემიური ხარისხებისა, სიმონს აქვს გავლილი მრავალი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ჯანდაცვის პროგრამების მენეჯმენტსა და ჯანდაცვის ხელ–შექყობაში ავსტრია, შვეიცარია, გერმანია, აშშ, პოლონეთსა და ლატვიაში. სიმონს აქვს დიდი გამოცდილება ფართო–მაშტაბიანი პროექტების შეფასებაში.

    დაუკავშირდით: simongabrichidze@welfarefoundation.org.ge

     

     

    თეა ჯიბუტი – ჯანდაცვის სპეციალისტი

    ექიმი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი.  თეა "ველფეარ ფაუნდეიშენში" მუშაობს 2008 წლიდან. მას აქვს  საზოგადოების  ჯანდაცვის პროექტების განხორციელების გამოცდილება, სადაც  ძირითად სამიზნე პოპულაციას წარმოადგენდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, იძულებით გადაადგილებული პირები, მოზარდები და ბავშვები. მისი უშალო ხელმძღვანელობით "ველფეარ ფაუნდეიშენმა" განახორციელა ტუბერკულოზის ორი და  ევროკომისიის ერთი პროექტი. თეა ასევე კარგად იცნობს გლობალური ფონდის მიერ განხორციელებულ პროგრამებს საქართველოში.

    ამჟამად, ველფეარ ფაუნდეიშენთან ერთად თეა ახორციელებს შემდეგ პროექტებს:

    URC ტუბერკულოზის პროექტი - "არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციისა & თემის მობილიზება  ტუბერკულოზის პრევენციისათვის";

    SIDA/OXFAM პროექტი - "კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ ბავშვთა და  მოზარდთა  ჯანდაცვის უფლებების დაცვა"

    დაუკავშირდით: thea@welfarefoundation.org.ge

     

     

    ანა მელცერი - ჯანდაცვის სპეციალისტი

    ანა წარმოშობით ჩრდილოეთ კავკასიიდან გახლავთ. მას დამთავრებული აქვს კისლავოდსკის სამედიცინო კოლეჯი და მოსკოვის სამედიცინო აკადემია და ფლობს ექიმის ასისტენტად მუშაობის 15 წლიან გამოცდილებას. ანა წლების განმავლობაში მუშაობდა კლინიკური მომსახურეობის მენეჯმენტის სფეროში, აქვს ევროპულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, მულტი-კულტურულ გარემოში მუშაობის დიდი გამოცდილება. ანა გახლავთ ჯანდაცვის სერვისების ადმინისტრირების მაგისტრი და გლობალური ჯანმრთელობის სერტიფიცირებული სპეციალისტი (ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ). ველფეარ ფაინდეიშენთან თანამშრომლობს 2012 წლის იანვრიდან და მისი საქმიანობის ძირითადი სფერო მოიცავს ჯანდაცვის სექტორის ანალიზს, ჯანმრთელობის ხელის შეწყობას, პროექტის დიზაინს და მენეჯმენტს. ანას აქვს ძლიერი პირადი მოტივაცია იმისა, რომ გამოიყენოს თავისი განათლება და გამოცდილება განვითარებადი ქვეყნების ჯანმრთელობის სტატუსის გაუმჯობესებასა და განსაკუთრებით, ქრონიკულ დაავადებათა მზარდი ეპიდემიის დაძლევაში. 

    ამჟამად, ანა გახლავთ ველფეარ ფაუნდეიშენის შემდეგი პროექტების მენეჯერი

    სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობა თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოში ცხოვრებისათვის;

    დიაბეტის პრევენციისა და მკურნალობის გაუმჯობესება

    დაუკავშირდით: aach@gwmail.gwu.edu

     

     

    ხატია ხატიაშვილი – ჯანდაცვის სპეციალისტი

    ექიმი, დაამთავრა პ.შოთაძის სახელობის თბილის სამედიცინო აკადემია ზოგადი პრაქტიკის ექიმის სპეციალობით. 2005 წელს ხატიამ  დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია ფსიქოლოგიის კვლევითი ინსტიტუტიში სპეციალობით კლინიკური, ზოგადი და გამოყენებითი ფსიქოლოგია. 2011 წლს ხატია ხატიაშვილმა დაამთავრა ემორის უნივერსიტეტის როლინსის ჯანდაცვის სკოლა  სპეციალობით ქცევათმეცნიერება და ჯანდაცვის განათლება. ველფეარ ფაუნდეიშენთან თანამშრომლობს 2013 წლის აპრილიდან. 

    ამჟამად, ველფეარ ფაუნდეიშენთან ერთად ხატია ახორციელებს შემდეგ პროექტებს:

    დიაბეტის პრევენციისა და მკურნალობის გაუმჯობესება;

    ესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამა საქართველოში: უნივერსალური ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბების მთავარი გამოწვევები

    დაუკავშირდით: Kh.Khatiashvili@welfarefoundation.org.ge

     

     

    ანა ჟულინა - საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი

    ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ჯანმრთელობითი განათლების მაგისტრი

    დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი (2011). იმავე წელს, იმავე უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ჯანმრთელობითი განათლება. აქვს ფარმაცევტულ და სადაზღვევო კომპანიებში მუშაობის გამოცდილება.

    Welfare Foundation-თან თანამშრომლობს 2013 წლის ნოემბრიდან. მუშაობდა პროექტზე "დიაბეტის პრევენცია და მკურნალობის გაუმჯობესება". შემდგომში, დაწერა მოცემული პროექტის გაგრძელება: "დიაბეტური ტერფის მკურნალობის გაუმჯობესება", რომელიც დიაბეტის მსოფლიო ფონდმა დააფინანსა და ახდენს მის იმპლემენტაციას 2015 წლის 1-ელი თებერვლიდან. 

    დაუკავშირდით: zhulina.anna@gmail.com


     

    ქეთევან შალამბერიძე -ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი

    ექიმი-ოფთალმოლოგი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, პედიატრიული ფაკულტეტი (2003);  სანქტ-პეტერბურგის სახლმწიფო პედიატრიული აკადემია, კლინიკური რეზიდენტურა ოფთალმოლოგიაში (2006);  ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლა (LSE), მაგისტრატურა ჯანდაცვის პოლიტიკაში (2012); „ველფეარ ფაუნდეიშენთან“ თანამშრომლობს 2012 წლის მაისიდან და მონაწილეობს პროექტებში:

    USAID/G-PAC - “სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობა თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოში ცხოვრებისათვის” ;

    Westminster Foundation - „უნივერსალური ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბების მთავარი გამოწვევები

    დაუკავშირდით: keti.shalamberidze@gmail.com

     

     

    ხათუნა ხაჟომია - ფინანსური მენეჯერი

    დაუკავშირდით: khatunakhazomia@yahoo.com

     

     

    სოსო თორდია - ლოჯისტიკის მენეჯერი

    დაუკავშირდით:stordia@welfarefoundation.org.ge

     

     



      © 2012-2017 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE