ქართული | English

სიახლეები
  • 21-06-2016
  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტურობის კვლევა
  • 03-02-2016
  • შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები - სკრინინგის, პროფილაქტიკის, მართვის და მკურნალობის ძირითადი ასპექტები
  • 15-12-2015
  • პროექტი „სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა“
  • 19-11-2015
  • კონკურსი დიაბეტური ტერფის კაბინეტების მოსაწყობად
  • 23-10-2013
  • კამპანია: აიკრძალოს მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში!
  • 23-10-2013
  • აპრილიდან საქართველოს ოთხ რეგიონში
  • 23-10-2013
  • პარტნიორობა თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოსათვის დაიწყო (09 მარტი 2013)
    გამოკითხვა
    დიაბეტის თემასთან დაკავშირებული რომელი საკითხი იქნებოდა თქვენთვის მეტად საინტერესო?
    დიაბეტის სახეები და გლიკემიის სხვა დარღვევები
    შაქრიანი დიაბეტის ადრეული გართულებები ( ჰიპოგლიკემია, კეტოაციდოზი, ჰიპეროსმოლარული სინდრომი, თანმხლები ინფექციური დაავადებები)
    დიაბეტის შორეული გართულებები (დიაბეტური რეტინოპათია, დიაბეტური ნეფროპათია, დიაბეტური ნეიროპათია, დიაბეტური ტერფი)
    შაქრიანი დიაბეტის თვითკონტროლი (ჯანსაღი კვება, დიეტის ინდივიდუალური შერჩევა, ფიზიკური აქტივობა)
    დიაბეტი და ორსულობა (გესტაციური და პრეგესტაციური დიაბეტი)
    შაქრიანი დიაბეტი ხანდაზმულ და მოხუცებულ ასაკში
    დიაბეტის ფსიქოლოგიური ასპექტები. დეპრესია და შაქრიანი დიაბეტი
    შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკა, დიაბეტის კონტროლი - აუცილებელი ტესტების / ანალიზების/კვლევების ჩატარების რეგულარობა
    სისხლში გლუკოზის თვითკონტროლის მეთოდები და სიხშირე (ინტენსიური კონტროლი); გლიკემიის თვითკონტროლის ტექნიკა. ინსულინის ინექციების ტექნიკა, ინსულინის ინექციების ადგილის როტაციის მეთოდი, სხვდასხვა ტიპის ინსულინის ინექციების ადგილი.
    პრობლემური ტერფი (მაზოლი, კოჟრი, ნახეთქი, ჩაზრდილი ფრცხილები) და მისი მოვლა, იარა ტერფზე. როგორ ვუმკურნალოთ/ვმართოთ. ტერფის რეგულარული შემოწმების მნიშვნელობა. ფეხსაცმლისა და წინდების სწორი შერჩევა
    რამდენად გაწუხებთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (რესტორანი, კაფე, სამუშაო გარემო) დაგროვებული თამბაქოს კვამლი?
    ძალიან მაწუხებს
    ზომიერად მაწუხებს
    არ მაწუხებს
    მიჭირს პასუხის გაცემა
     


    დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა

    (გზამკვლევი ექიმებისა და პროგრამის ბენეფიციარებისთვის)

     

    პროგრამის სამიზნე კონტიგენტი:

    -         18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები, ასევე 18 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქე შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებრული დამბლა ან/და უშაქრო დიაბეტი;

    -         შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის მქონე საქართველოს მოქალაქეები;

    -         შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით მქონე საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა.

     

    პროგრამით გათვალისწინებული სერვისები:

    18 წლამდე პაციენტებს პროგრამის ფარგლებში ეკუთვნით შემდეგი მომსახურება:

    1. საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა. ეს მოიცავს შემდეგს:

    1.1.გლუკომეტრი;

    1.2.სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირები - თვეში 50 ც. (1 კოლოფი);

    1.3.სისხლის ასაღები ლანცეტი ნემსები - თვეში 50 ც. (1 კოლოფი);

    1.4.შარდში კეტოსხეულების განმსაზღვრელი ტესტ-ჩხირები - წელიწადში 50 ც. (1 კოლოფი).

    1. ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა;
    2. გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა (არანაკლებ კვარტალში ერთხელ) - ჯამში, წელიწადში 4-ჯერ;
    3. დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგს - ოფთალმოლოგის კონსულტაცია, წელიწადში ერთხელ; 
    4. პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლებას;
    5.  ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში;
    6. საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემა.

     

    18 წელზე უფროსი ასაკის შაქრიანი (როგორც ინსულინმომხმარებელი, ასევე არაინსულინმომხმარებელი) და უშაქრო დიაბეტით დაავადებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალიზებულ ამბულატორიულ დახმარება, რაც მოიცავს სპეციალიზირებულ ამბულატორიულ დახმარებას. ამ დროს პაციენტს, ექიმ-ენდოკრინოლოგის დანიშნულების საფუძველზე, პროგრამის ფარგლებში შეუძლია მიიღოს შემდეგი სპეციალისტების კონსულტაციები:

    •  ნევროპათოლოგის;
    •  კარდიოლოგის;
    •  ოფთალმოლოგის;
    • ანგიოლოგის;
    • დიეტოლოგის.

    აგრეთვე შემდეგი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები:

    • გლუკოზის განსაზღვრა სისხლში - ერთი პაციენტისთვის წელიწადში მაქსიმუმ 8-ჯერ; 
    • გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა - წელიწადში 1-ჯერ;
    • კრეატინინის განსაზღვრა სისხლში - წელიწადში 1-ჯერ;
    • მიკროალბუმინურიის კვლევა - წელიწადში 1-ჯერ; 
    • სისხლის საერთო ანალიზი - წელიწადში 1-ჯერ;
    • შარდის საერთო ანალიზი - წელიწადში 1-ჯერ;
    • ზიმნიცკის სინჯი - წელიწადში 1-ჯერ;
    • C-პეპტიდი - წელიწადში 1-ჯერ;
    • ჰომა - 2-ის ინდექსი - წელიწადში 1-ჯერ;
    • ე.კ.გ - წელიწადში 1-ჯერ.

     

    18 წელზე უფროსი ასაკის უშაქრო დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო პროგრამა უზრუნველყოფს ექიმ-ენდოკრინოლოგისა და დიეტოლოგის კონსულტაციებს. აგრეთვე, ექიმ-ენდოკრინოლოგის დანიშნულების საფუძველზე, პროგრამის ფარგლებში შეუძლია მიიღოს შემდეგი სპეციალისტების კონსულტაციები:

    •  ნევროპათოლოგის;
    •  ოფთალმოლოგის.

    ასევე, ექიმ-ენდოკრინოლოგის დანიშნულების საფუძველზე, უშაქრო დიაბეტის მქონე პირებს ეკუთვნით შემდეგი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები:

    • სისხლის საერთო ანალიზი - წელიწადში 1-ჯერ;
    • თავის ქალას რენტგენოგრაფია - წელიწადში 1-ჯერ;
    • თვალის ფსკერისა და მხედველობის ველის გამოკვლევა - წელიწადში 1-ჯერ;
    • გლუკოზის განსაზღვრა სისხლში უზმოდ და ჭამის შემდეგ - წელიწადში 1-ჯერ;
    • შარდის საერთო ანალიზი - წელიწადში 2-ჯერ;
    • ზიმნიცკის სინჯი - წელიწადში 2-ჯერ;
    • ელექტროლიტების - Na, K - განსაზღვრა სისხლში - წელიწადში 1-ჯერ.

     

    დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა უზრუნველყოფს შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის მქონე პაციენტებს სპეციფიკური მედიკამენტებით:

    1. შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების ინსულინითა და მისი ანალოგებით უზრუნველყოფა;
    2. შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტების:

    2.1.ინსულინითა და მისი ანალოგებით;

    2.2.გლუკაგონით;

    2.3.შპრიც-კალმისტრებით და შესაბამისი ნემსებით უზრუნველყოფა.

    1. 18 წელზე უფროსი ასაკის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების, რომლებსაც აქვთ მხედველობის დაქვეითება (ან არიან უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებრული დამბლა ან/და უშაქრო დიაბეტი:

    2.4.ინსულინითა და მისი ანალოგებით;

    2.5.გლუკაგონით;

    3.1.შპრიც-კალმისტრებით და შესაბამისი ნემსებით უზრუნველყოფა.

    1. უშაქრო დიაბეტის მქონე პაციენტების ადიურეზული ჰორმონით უზრუნველყოფა.

     

    პროგრამის ბენეფიციართა მომსახურების დაფინანსება:

    ü  18 წლამდე ასაკის ან/და 18 წელზე უფროსი ასაკის პაციენტების, რომელთაც აქვთ მხედველობის დაქვეითება (ანარიან უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებრული დამბლა პროგრამით გათვალისწინებული სერვისები სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურდება 100%-ით;

    ü  ინსულინმომხმარებელი შაქრიანი ან უშაქრო დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის სერვისები სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურდება 70%-ით (პაციენტს უწევს მომსახურების 30%-ის გადახდა);

    ü  არაინსულინმომხმარებელი შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის სერვისები სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურდება 50%-ით (პაციენტს უწევს მომსახურების 50%-ის გადახდა).

     

    როგორ გავხდეთ დიაბეტის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები?

    ამ მიზნით პაციენტმა უნდა მიმართოს იმ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო პროგრამას. შემდეგ, დაწესებულებიდან წამოღებული ფორმა #IV-100/ა-სა და პირადობის მოწმობის საფუძველზე უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს. ამის შედეგად იგი იღებს თანხმობის წერილს, რომელიც ვალიდურია 1 წლის მანძილზე.

    დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდს:

    http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=813

    ან გაეცანით საქართველოს მთავრობის #650 დადგენილებას „2014 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“.

    უკან

      © 2012-2017 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE