ქართული | English

სიახლეები
  • 21-06-2016
  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტურობის კვლევა
  • 03-02-2016
  • შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები - სკრინინგის, პროფილაქტიკის, მართვის და მკურნალობის ძირითადი ასპექტები
  • 15-12-2015
  • პროექტი „სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა“
  • 19-11-2015
  • კონკურსი დიაბეტური ტერფის კაბინეტების მოსაწყობად
  • 23-10-2013
  • კამპანია: აიკრძალოს მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში!
  • 23-10-2013
  • აპრილიდან საქართველოს ოთხ რეგიონში
  • 23-10-2013
  • პარტნიორობა თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოსათვის დაიწყო (09 მარტი 2013)
    გამოკითხვა
    დიაბეტის თემასთან დაკავშირებული რომელი საკითხი იქნებოდა თქვენთვის მეტად საინტერესო?
    დიაბეტის სახეები და გლიკემიის სხვა დარღვევები
    შაქრიანი დიაბეტის ადრეული გართულებები ( ჰიპოგლიკემია, კეტოაციდოზი, ჰიპეროსმოლარული სინდრომი, თანმხლები ინფექციური დაავადებები)
    დიაბეტის შორეული გართულებები (დიაბეტური რეტინოპათია, დიაბეტური ნეფროპათია, დიაბეტური ნეიროპათია, დიაბეტური ტერფი)
    შაქრიანი დიაბეტის თვითკონტროლი (ჯანსაღი კვება, დიეტის ინდივიდუალური შერჩევა, ფიზიკური აქტივობა)
    დიაბეტი და ორსულობა (გესტაციური და პრეგესტაციური დიაბეტი)
    შაქრიანი დიაბეტი ხანდაზმულ და მოხუცებულ ასაკში
    დიაბეტის ფსიქოლოგიური ასპექტები. დეპრესია და შაქრიანი დიაბეტი
    შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკა, დიაბეტის კონტროლი - აუცილებელი ტესტების / ანალიზების/კვლევების ჩატარების რეგულარობა
    სისხლში გლუკოზის თვითკონტროლის მეთოდები და სიხშირე (ინტენსიური კონტროლი); გლიკემიის თვითკონტროლის ტექნიკა. ინსულინის ინექციების ტექნიკა, ინსულინის ინექციების ადგილის როტაციის მეთოდი, სხვდასხვა ტიპის ინსულინის ინექციების ადგილი.
    პრობლემური ტერფი (მაზოლი, კოჟრი, ნახეთქი, ჩაზრდილი ფრცხილები) და მისი მოვლა, იარა ტერფზე. როგორ ვუმკურნალოთ/ვმართოთ. ტერფის რეგულარული შემოწმების მნიშვნელობა. ფეხსაცმლისა და წინდების სწორი შერჩევა
    რამდენად გაწუხებთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (რესტორანი, კაფე, სამუშაო გარემო) დაგროვებული თამბაქოს კვამლი?
    ძალიან მაწუხებს
    ზომიერად მაწუხებს
    არ მაწუხებს
    მიჭირს პასუხის გაცემა
     


    არასამთავრობო ორგანიზაცია Welfare Foundation იწვევს სამედიცინო საწესებულებებს მონაწილეობა მიიღონ კონკურსში პროექტის ფარგლებში დიაბეტური ტერფის კაბინეტების მოსაწყობად.

    არასამთავრობო ორგანიზაცია Welfare Foundation 1999 წელს დაარსდა ქართველი პროფესიონალების მიერ. ორგანიზაციის სამუშაო მიმართულებებია ჯანდაცვა, სიღარიბის დაძლევა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ჩვენი გუნდი წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, ახორციელებდა პროექტებსა და კვლევებს. 2012 წლიდან კი ჩაერთო დიაბეტის მსოფლიო ფონდის (World Diabetes Foundation) მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებაში. ერთი წარმატებულად დასრულებული პროექტის (დიაბეტის პრევენცია და მკურნალობის გაუმჯობესება) შემდეგ, 2015 წლის თებერვლიდან დაიწყო პროექტი „დიაბეტური ტერფის მკურნალობის გაუმჯობესება“, რომლის მიზანსაც საქართველოში დიაბეტურ ტერფთან დაკავშირებული გართულებებისა და ინვალიდობის დონის შემცირება და ახალი სამედიცინო სერვისების დანერგვა წარმოადგენს.

    ორგანიზაციისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ შემდეგი ბმულები:

    http://welfarefoundation.org.ge/

    https://www.facebook.com/diabetespreventionproject

    https://www.facebook.com/WFdiabetesprojects

    კონკურსის მიზანი:

    მოცემული კონკურსის მიზანს წარმოადგენს საქართველოს 5 რეგიონში (ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა) იმ სამედიცინო დაწესებულებების შერჩევა, რომლებშიც პროექტის „დიაბეტური ტერფის მკურნალობის გაუმჯობესება“ ფარგლებში 2015 წლის სექტემბრიდან ამუშავდება დიაბეტური ტერფის კაბინეტები.

    დიაბეტური ტერფის კაბინეტები იქნება სამედიცინო დაწესებულების ნაწილი, რომლებიც პროექტის დასრულების შემდეგაც განაგრძობს ფუნქციონირებას. პროექტის ფარგლებში, მოხდება მოცემული კაბინეტების უზრუნველყოფა:

    -         კომპიუტერული ტექნიკა - კომპიუტერი, პრინტერი;

    -         ტერფის დათვალიერებისთვის საჭირო სავარძელი;

    -         ტერფის დათვალიერებისთვის საჭირო ნაკრები - სარკე, მიკროფილამენტი, დამუშავებისთვის საჭირო კომპლექტი, კამერტონი და სხვ.;

    -         საგანმანათლებლო მასალები პაციენტებისთვის (ბროშურები, ჰენდაუთები და ლიფლეტები შემდეგ თემებზე: დიაბეტი, დიაბეტური ტერფის მოვლა და სხვ.);

    -         კომუნიკაციის საშუალებები - მობილური და/ან ინტერნეტ-კავშირი.

    პროექტის ფარგლებში, დიაბეტური ტერფის კაბინეტში სამუშაოდ სრულიად უფასოდ გადამზადდება სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი ექთანი, ანდა, შესაფერისი კადრის არარსებობის შემთხვევაში, პროექტის მენეჯმენტი თავის თავზე აიღებს შესაბამისი, მაღალი დონის კადრის მოძებნა-მომზადებას.

    ექთნების ტრეინინგი უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო დონის უცხოელი სპეციალისტების მიერ.

    დიაბეტური ტერფის კაბინეტის მიზანია:

    -         დიაბეტის მქონე პაციენტებში დიაბეტურ ტერფთან დაკავშირებული პრობლემების დროული გამოვლენა, მსუბუქი/საშუალო დონის დაზიანებების დამოუკიდებელი მენეჯმენტი, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის რეფერალი შესაბამის სპეციალისტებთან (ანგიოლოგი, ნევროლოგი, ქირურგი, სხვ.);

    -         დიაბეტის მქონე პაციენტების/მათი ოჯახის წევრების ინფორმირება/განთლება დიაბეტის მართვის, დიაბეტური ტერფის პროფილაქტიკის და მოვლის საკითხებში. ამ მიზნით, ინდივიდუალური ან ჯგუფური ლექციების ორგანიზება-ჩატარება;

    -         მასობრივი სკრინინგ-კამპანიების ორგანიზება-ჩატარება, პაციენტებში დიაბეტურ ტერფთან დაკავშირებული პრობლემების გამოსავლენად;

    -         პროექტით გათვალისწინებულ სხვა აქტივობებში მონაწილეობა.

    ამჟამად, საქართველოში არ არსებობს სწორი და ხარისხიანი დიაბეტური ტერფის მოვლის სერვისი. აგრეთვე, არ არიან საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადებული ექთან-პოდიატრისტები. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში პაციენტთა მომსახურება უნდა იყოს უფასო. თუმცა, პროექტის დასრულების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტის სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა სერვისი გახდეს ფასიანი.

    ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?

    ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონში მომუშავე სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებსაც აქვთ მოქმედი ენდოკრინოლოგიური სამსახური.

    კონკურსის პირობები:

    პროექტის ფარგლებში მოისაზრება თითოეულ რეგიონში შემდეგი რაოდენობის კაბინეტების გახსნა:

    -         შიდა ქართლი - 2;

    -         ქვემო ქართლი -2;

    -         სამეგრელო -2;

    -         იმერეთი - 2;

    -         აჭარა -2.

    სულ 10 (ათი) დიაბეტური ტერფის კაბინეტი მოცემული რეგიონების მასშტაბით.

    კონკურსანტების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებსაც:

    1. აქვთ მოქმედი ენდოკრინოლოგიური სამსახური: ექიმ-ენდოკრინოლოგ(ებ)ი, დიაბეტიან პაციენტთა საშუალო ან დიდი მოცულობის რეესტრი და ა.შ.;
    2. სასურველია ჩართული იყოს დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში;
    3. აქვთ ახალი სერვისისა და მიმართულების განვითარების სურვილი;
    4. მზად არიან ჩაერთონ პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში (თანამშრომელთა ტრეინინგები, სკრინინგ-აქტივობები და სხვ.).

    კონკურსანტთა განაცხადებს შეაფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს პროექტის მენეჯმენტისა და დამოუკიდებელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული გუნდი.

    განაცხადების წარდგენის პროცედურა:

    - დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი);

    - განაცხადები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:wf@welfarefoundation.org.ge

    - განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადაა: 27 მაისი, 2015 წელი

    - დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება!

    შენიშვნა: განაცხადი უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ თანდართული სააპლიკაციო ფორმის შესაბამისად. განსხვავებული ფორმით წარმოდგენილი განაცხადები და არასრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმები არ განიხილება.

    დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

    არასამთავრობო ორგანიზაცია Welfare Foundation
    ქ. თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13
    ტელ.: 599408845
    ელ. ფოსტა: zhulina.anna@gmail.com
    საკონტაქტო პირი: ანა ჟულინა

      © 2012-2017 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE