ქართული | English

სიახლეები
  • 21-06-2016
  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტურობის კვლევა
  • 03-02-2016
  • შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები - სკრინინგის, პროფილაქტიკის, მართვის და მკურნალობის ძირითადი ასპექტები
  • 15-12-2015
  • პროექტი „სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა“
  • 19-11-2015
  • კონკურსი დიაბეტური ტერფის კაბინეტების მოსაწყობად
  • 23-10-2013
  • კამპანია: აიკრძალოს მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში!
  • 23-10-2013
  • აპრილიდან საქართველოს ოთხ რეგიონში
  • 23-10-2013
  • პარტნიორობა თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოსათვის დაიწყო (09 მარტი 2013)
    გამოკითხვა
    დიაბეტის თემასთან დაკავშირებული რომელი საკითხი იქნებოდა თქვენთვის მეტად საინტერესო?
    დიაბეტის სახეები და გლიკემიის სხვა დარღვევები
    შაქრიანი დიაბეტის ადრეული გართულებები ( ჰიპოგლიკემია, კეტოაციდოზი, ჰიპეროსმოლარული სინდრომი, თანმხლები ინფექციური დაავადებები)
    დიაბეტის შორეული გართულებები (დიაბეტური რეტინოპათია, დიაბეტური ნეფროპათია, დიაბეტური ნეიროპათია, დიაბეტური ტერფი)
    შაქრიანი დიაბეტის თვითკონტროლი (ჯანსაღი კვება, დიეტის ინდივიდუალური შერჩევა, ფიზიკური აქტივობა)
    დიაბეტი და ორსულობა (გესტაციური და პრეგესტაციური დიაბეტი)
    შაქრიანი დიაბეტი ხანდაზმულ და მოხუცებულ ასაკში
    დიაბეტის ფსიქოლოგიური ასპექტები. დეპრესია და შაქრიანი დიაბეტი
    შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკა, დიაბეტის კონტროლი - აუცილებელი ტესტების / ანალიზების/კვლევების ჩატარების რეგულარობა
    სისხლში გლუკოზის თვითკონტროლის მეთოდები და სიხშირე (ინტენსიური კონტროლი); გლიკემიის თვითკონტროლის ტექნიკა. ინსულინის ინექციების ტექნიკა, ინსულინის ინექციების ადგილის როტაციის მეთოდი, სხვდასხვა ტიპის ინსულინის ინექციების ადგილი.
    პრობლემური ტერფი (მაზოლი, კოჟრი, ნახეთქი, ჩაზრდილი ფრცხილები) და მისი მოვლა, იარა ტერფზე. როგორ ვუმკურნალოთ/ვმართოთ. ტერფის რეგულარული შემოწმების მნიშვნელობა. ფეხსაცმლისა და წინდების სწორი შერჩევა
    რამდენად გაწუხებთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (რესტორანი, კაფე, სამუშაო გარემო) დაგროვებული თამბაქოს კვამლი?
    ძალიან მაწუხებს
    ზომიერად მაწუხებს
    არ მაწუხებს
    მიჭირს პასუხის გაცემა
     


    პროექტის მიზანი

    პროექტის მიზანია სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობითი უფლებების ხელშეწყობა და მათი სრული ინტეგრაცია საზოგადოებაში.

    სამიზნე ჯგუფები და განხორციელების ადგილები

    პროექტის ძირითადი საქმიანობები განხორციელდება თბილისში, აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში. სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სმენადაქევითებული ბავშვები, მათი მშობლები და ოჯახის წევრები, ცენტრალური და რეგიონალური ჯანდაცვის ხელისუფლება, სამედიცინო პერსონალი, სამოქალაქო საზოგადოებრივი და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები.

    პროექტის მიზნები

    • სახელმწიფო პროგრამების/კანონმდებლობის ცვლილება, რათა მოხდეს ბავშვებში სმენის დაქვეითების  ადრეული გამოვლენა  და მათი სარეაბილიტაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
    • ახლაშობილთა სკრინინგზე აჭარის რეგიონის წარმატებული გამოცდილების დანერგვა იმერეთსა და სამეგრელოში.
    • სმენადაქვეითებული ბავშვების, მშობლებისა და ჯანდაცვის/რეაბილიტაციის სპეციალისტების ტექნიკური, მენეჯერული და ადვოკატირების უნარების გაუმჯობესება.
    • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადვოკატირების კამპანიების ეფექტურად განსახორციელებლად.

    ძირითადი აქტივობები

    • პროექტის საწყისი და საბოლოო კვლევის განხორციელება, რათა განისაზღვროს სმენადაქვეითებული ბავშვების ჯანდაცვისა და სოციალური მდგომარეობა, შემუშავდეს ინდიკატორები, სამიზნე რეგიონებში შეიქმნას სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეესტრი და მოხდეს პროექტის შედეგების შეფასება.
    • წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და მთავრობისათვის რეკომენდაციების მომზადება.
    • პროექტის მიმდინარეობის გასაცნობად და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გაძლიერების მიზნით პროექტის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე პრეზენტაციების, სადისკუსიო შეხვედრებისა და საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება.
    • ახალშობილთა სმენის სკრინინგის დანერგვა ორ რეგიონში (იმერეთი და სამეგრელო).
    • ტრენინგების ჩატარება მშობლების, რეაბილიტაციის სპეციალისტებისა და სამედიცინო პერსონალისათვის.
    • მშობელთა ჩართვა პროგრამის განრხორციელებასა და ადვოკატირების კამპანიაში.
    • საერთაშორისო ტრენერების მონაწილეობით საზაფხულო სკოლის მოწყობა ბავშვების, მშობლებისა და მეტყველების სპეციალისტებისთვის.
    • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება (პრეზენტაციები, პუბლიკაციები, საგაზეთო სტატიები, სოციალური ვიდეოები, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები).
    • ქვეყნის ყველა რეგიონში ბავშვების მასობრივი სკრინინგი სმენაზე.
    • საქართველოს ყველა რეგიონში მცირე საგრანტო კონკურსი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მშობელთა ჯგუფებისათვის, რომლის მიზანია საზოგადოების მობილიზება სმენადაქვეითებულ ბავშვებთან დაკავშირებულ სოციალურ/ჯანდაცვის საკითხებზე.
    უკან

      © 2012-2017 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE