ქართული | English

სიახლეები
  • 21-06-2016
  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტურობის კვლევა
  • 03-02-2016
  • შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები - სკრინინგის, პროფილაქტიკის, მართვის და მკურნალობის ძირითადი ასპექტები
  • 15-12-2015
  • პროექტი „სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა“
  • 19-11-2015
  • კონკურსი დიაბეტური ტერფის კაბინეტების მოსაწყობად
  • 23-10-2013
  • კამპანია: აიკრძალოს მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში!
  • 23-10-2013
  • აპრილიდან საქართველოს ოთხ რეგიონში
  • 23-10-2013
  • პარტნიორობა თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოსათვის დაიწყო (09 მარტი 2013)
    გამოკითხვა
    დიაბეტის თემასთან დაკავშირებული რომელი საკითხი იქნებოდა თქვენთვის მეტად საინტერესო?
    დიაბეტის სახეები და გლიკემიის სხვა დარღვევები
    შაქრიანი დიაბეტის ადრეული გართულებები ( ჰიპოგლიკემია, კეტოაციდოზი, ჰიპეროსმოლარული სინდრომი, თანმხლები ინფექციური დაავადებები)
    დიაბეტის შორეული გართულებები (დიაბეტური რეტინოპათია, დიაბეტური ნეფროპათია, დიაბეტური ნეიროპათია, დიაბეტური ტერფი)
    შაქრიანი დიაბეტის თვითკონტროლი (ჯანსაღი კვება, დიეტის ინდივიდუალური შერჩევა, ფიზიკური აქტივობა)
    დიაბეტი და ორსულობა (გესტაციური და პრეგესტაციური დიაბეტი)
    შაქრიანი დიაბეტი ხანდაზმულ და მოხუცებულ ასაკში
    დიაბეტის ფსიქოლოგიური ასპექტები. დეპრესია და შაქრიანი დიაბეტი
    შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკა, დიაბეტის კონტროლი - აუცილებელი ტესტების / ანალიზების/კვლევების ჩატარების რეგულარობა
    სისხლში გლუკოზის თვითკონტროლის მეთოდები და სიხშირე (ინტენსიური კონტროლი); გლიკემიის თვითკონტროლის ტექნიკა. ინსულინის ინექციების ტექნიკა, ინსულინის ინექციების ადგილის როტაციის მეთოდი, სხვდასხვა ტიპის ინსულინის ინექციების ადგილი.
    პრობლემური ტერფი (მაზოლი, კოჟრი, ნახეთქი, ჩაზრდილი ფრცხილები) და მისი მოვლა, იარა ტერფზე. როგორ ვუმკურნალოთ/ვმართოთ. ტერფის რეგულარული შემოწმების მნიშვნელობა. ფეხსაცმლისა და წინდების სწორი შერჩევა
    რამდენად გაწუხებთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (რესტორანი, კაფე, სამუშაო გარემო) დაგროვებული თამბაქოს კვამლი?
    ძალიან მაწუხებს
    ზომიერად მაწუხებს
    არ მაწუხებს
    მიჭირს პასუხის გაცემა
     


    2016 წლის 21-22 და 25-26 იანვარს, პროექტის „დიაბეტური ტერფის მკურნალობის გაუმჯობესება“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგები პროექტის სამიზნე რეგიონის კლინიკებში დაარსებული დიაბეტური ტერფის კაბინეტებში მომუშავე ექიმებისათვის. ტრენინგის „შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები - სკრინინგის, პროფილაქტიკის, მართვის და მკურნალობის ძირითადი ასპექტები“ ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია „ველფეარ ფაუნდეიშენი“ და „დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრი“. ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ აღნიშნული რეგიონებიდან წარმოდგენილი ენდოკრინოლოგები, ნევროლოგები, ქირურგები, ოჯახის ექიმები და კლინიკური მენეჯერები. 
    სატრენინგო კურსი ორიენტირებული იყო როგორც დიაბეტური ტერფის სინდრომის, სკრინინგის, დიანოსტიკისა და მკურნალობის, შაქრიანი დიაბეტის სისხლძარღვოვანი გართულებების შესახებ უახლესი ინფორმაციის გაზიარებაზე, ასევე მოიცავდა ზოგადად დიაბეტის მართვის, მისი პათოგენეზის, კლასიფიკაციისა და სიმპტომების შესახებ არსებულ უახლეს ინფორმაციას; დიაბეტის მოკლევადიანი და გრძლევადიანი გართულებების, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის პროფილაქტიკისა და სკრინინგის, მისი მართვისა და მკურნალობის ძირითადი პრინციპების, ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობისა და თვითლონტროლის აუცილებლობის საკითხებს. 
    აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემუშავებულია სახელმძღვანელო „დიაბეტური ტერფის სინდრომის პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა“, რომელიც გადაეცათ ტრენინგის მონაწილეებს.

    უკან

      © 2012-2017 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE