ქართული | English

სიახლეები
  • 21-06-2016
  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტურობის კვლევა
  • 04-02-2016
  • შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები - სკრინინგის, პროფილაქტიკის, მართვის და მკურნალობის ძირითადი ასპექტები
  • 15-12-2015
  • პროექტი „სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა“
  • 20-11-2015
  • კონკურსი დიაბეტური ტერფის კაბინეტების მოსაწყობად
  • 23-10-2013
  • კამპანია: აიკრძალოს მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში!
  • 23-10-2013
  • აპრილიდან საქართველოს ოთხ რეგიონში
  • 23-10-2013
  • პარტნიორობა თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოსათვის დაიწყო (09 მარტი 2013)
    გამოკითხვა
    დიაბეტის თემასთან დაკავშირებული რომელი საკითხი იქნებოდა თქვენთვის მეტად საინტერესო?
    დიაბეტის სახეები და გლიკემიის სხვა დარღვევები
    შაქრიანი დიაბეტის ადრეული გართულებები ( ჰიპოგლიკემია, კეტოაციდოზი, ჰიპეროსმოლარული სინდრომი, თანმხლები ინფექციური დაავადებები)
    დიაბეტის შორეული გართულებები (დიაბეტური რეტინოპათია, დიაბეტური ნეფროპათია, დიაბეტური ნეიროპათია, დიაბეტური ტერფი)
    შაქრიანი დიაბეტის თვითკონტროლი (ჯანსაღი კვება, დიეტის ინდივიდუალური შერჩევა, ფიზიკური აქტივობა)
    დიაბეტი და ორსულობა (გესტაციური და პრეგესტაციური დიაბეტი)
    შაქრიანი დიაბეტი ხანდაზმულ და მოხუცებულ ასაკში
    დიაბეტის ფსიქოლოგიური ასპექტები. დეპრესია და შაქრიანი დიაბეტი
    შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკა, დიაბეტის კონტროლი - აუცილებელი ტესტების / ანალიზების/კვლევების ჩატარების რეგულარობა
    სისხლში გლუკოზის თვითკონტროლის მეთოდები და სიხშირე (ინტენსიური კონტროლი); გლიკემიის თვითკონტროლის ტექნიკა. ინსულინის ინექციების ტექნიკა, ინსულინის ინექციების ადგილის როტაციის მეთოდი, სხვდასხვა ტიპის ინსულინის ინექციების ადგილი.
    პრობლემური ტერფი (მაზოლი, კოჟრი, ნახეთქი, ჩაზრდილი ფრცხილები) და მისი მოვლა, იარა ტერფზე. როგორ ვუმკურნალოთ/ვმართოთ. ტერფის რეგულარული შემოწმების მნიშვნელობა. ფეხსაცმლისა და წინდების სწორი შერჩევა
    რამდენად გაწუხებთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (რესტორანი, კაფე, სამუშაო გარემო) დაგროვებული თამბაქოს კვამლი?
    ძალიან მაწუხებს
    ზომიერად მაწუხებს
    არ მაწუხებს
    მიჭირს პასუხის გაცემა
     


    2013 წლის 14 ნოემბერს, ხუთშაბათს,  Welfare Foundation -ის პროექტის, «დიაბეტის პრევენცია და მკურნალობის გაუმჯობესება», ეგიდით ქ. თბილისში, რიყის პარკში, მშვიდობის ხიდზე გაიმართება დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქცია-მსვლელობა. (click here: )

     

                დიაბეტის მსოფლიო დღე არაერთი წელია აღინიშნება საქართველოში. მისი ფუძემდებლები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და დიაბეტის საერთაშორისო ფონდი არიან. ამ დღის მიზანი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის გაზრდა და ამ პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლო რესურსების გაერთიანებაა. ჯანმოსა და დიაბეტის საერთაშორისო ფონდს წლების მანძილზე სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია შეუერთდა და დიაბეტის მსოფლიო დღეც ყოველწლიურად აღინიშნება განსხვავებული აქციითა თუ ღონისძიებით.

     

                2013 წლის 14 ნოემბერს Welfare Foundation და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უერთდებიან მსოფლიოს თავისი აქცია-მსვლელობით, რათა კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი დიაბეტის შესახებ ინფორმირებულობის მნიშვნელობას და სოლიდარობა გამოუცხადოს პირებს, რომლებისთვისაც დიაბეტი ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს.

     

                გიწვევთ, რათა ჩვენთან ერთად მიიღოთ მონაწილეობა ამ დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაში. ამ გზით გამოვხატავთ მხარდაჭერას საქართველოს მასშტაბით ყველა დიაბეტიანი ადამიანის მიმართ და ვაგრძნობინებთ, რომ ისინი მარტონი არ არიან. ყველა ერთად უფრო მეტ ადამიანამდე მივიტანთ საჭირო და ხარისხიან ინფორმაციას ამ საკითხის შესახებ და დავეხმარებით მათ, მეტი ცოდნის მეშვეობით, მოახდინონ პრობლემის პრევენცია ან ადრეული დიაგნოსტიკა. 

     

    მსვლელობა დაიწყება 15:00 საათზე, რიყის პარკის შესასვლელთან და დამთავრდება 16:00 საათზე, მშვიდობის ხიდზე.

    უკან

      © 2012-2019 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE