ქართული | English

სიახლეები
  • 21-06-2016
  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტურობის კვლევა
  • 04-02-2016
  • შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები - სკრინინგის, პროფილაქტიკის, მართვის და მკურნალობის ძირითადი ასპექტები
  • 15-12-2015
  • პროექტი „სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა“
  • 20-11-2015
  • კონკურსი დიაბეტური ტერფის კაბინეტების მოსაწყობად
  • 23-10-2013
  • კამპანია: აიკრძალოს მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში!
  • 23-10-2013
  • აპრილიდან საქართველოს ოთხ რეგიონში
  • 23-10-2013
  • პარტნიორობა თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოსათვის დაიწყო (09 მარტი 2013)
    გამოკითხვა
    დიაბეტის თემასთან დაკავშირებული რომელი საკითხი იქნებოდა თქვენთვის მეტად საინტერესო?
    დიაბეტის სახეები და გლიკემიის სხვა დარღვევები
    შაქრიანი დიაბეტის ადრეული გართულებები ( ჰიპოგლიკემია, კეტოაციდოზი, ჰიპეროსმოლარული სინდრომი, თანმხლები ინფექციური დაავადებები)
    დიაბეტის შორეული გართულებები (დიაბეტური რეტინოპათია, დიაბეტური ნეფროპათია, დიაბეტური ნეიროპათია, დიაბეტური ტერფი)
    შაქრიანი დიაბეტის თვითკონტროლი (ჯანსაღი კვება, დიეტის ინდივიდუალური შერჩევა, ფიზიკური აქტივობა)
    დიაბეტი და ორსულობა (გესტაციური და პრეგესტაციური დიაბეტი)
    შაქრიანი დიაბეტი ხანდაზმულ და მოხუცებულ ასაკში
    დიაბეტის ფსიქოლოგიური ასპექტები. დეპრესია და შაქრიანი დიაბეტი
    შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკა, დიაბეტის კონტროლი - აუცილებელი ტესტების / ანალიზების/კვლევების ჩატარების რეგულარობა
    სისხლში გლუკოზის თვითკონტროლის მეთოდები და სიხშირე (ინტენსიური კონტროლი); გლიკემიის თვითკონტროლის ტექნიკა. ინსულინის ინექციების ტექნიკა, ინსულინის ინექციების ადგილის როტაციის მეთოდი, სხვდასხვა ტიპის ინსულინის ინექციების ადგილი.
    პრობლემური ტერფი (მაზოლი, კოჟრი, ნახეთქი, ჩაზრდილი ფრცხილები) და მისი მოვლა, იარა ტერფზე. როგორ ვუმკურნალოთ/ვმართოთ. ტერფის რეგულარული შემოწმების მნიშვნელობა. ფეხსაცმლისა და წინდების სწორი შერჩევა
    რამდენად გაწუხებთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (რესტორანი, კაფე, სამუშაო გარემო) დაგროვებული თამბაქოს კვამლი?
    ძალიან მაწუხებს
    ზომიერად მაწუხებს
    არ მაწუხებს
    მიჭირს პასუხის გაცემა
     


    პროექტი დიაბეტის პრევენცია და მკურნალობის გაუმჯობესება მიმდინარეობდა 2012 წლის ნოემბრიდან 2015 წლის იანვრამდე პერიოდში. მას ახორციელებდა არასამთავრობო ორგანიზაცია Welfare Foundation დიაბეტის მსოფლიო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

    პროექტი მიმდინარეობდა საქართველოს ოთხ რეგიონში: თბილისი, შიდა ქართლი, სამეგრელო და აჭარა. მის მიზანს წარმოადგენდა სამიზნე რეგიონში დიაბეტის პრევენცია და მკურნალობის გაუმჯობესება, ასევე სამიზნე აუდიტორიაში (დაახლ. 62 ათასი ადამიანი: დიაბეტის მქონე პაციენტები და მათი ოჯახის წევრები, სამედიცინო სერვისების მიმწოდებლები, გადაწყვეტილების მიმღები პირები, ზოგადი მოსახლეობა) მისი ცნობადობის ამაღლება და ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობა. ამ მიზნით, სამიზნე რეგიონებში:

    1. შეიქმნა დიაბეტის მქონე პაციენტა 9 ოფიციალური და 1 არაოფიციალური ცენტრი;

    2. პროექტის ფარგლებში გადამზადდა 18 თანასწორ-განმანათლებელი და 71 თანასწორმრჩეველი დიაბეტთან დაკავშირებულ საკითხებზე;

    3. დიაბეტის მართვის საკითხებზე განათლდა 7000-მდე პაციენტი და მათი ოჯახის წევრი;

    4. გაიწვრთნა 250-ზე მეტი ოჯახის ექიმი;

    5. სკრინინგ-აქტივობებში ჩაერთო 6200-მდე ადამიანი (მათგან დაახლოებით 30%-ს აღმოაჩნდა სისხლში მომატებული გლიკემია და გადამისამართდა უფრო სიღრმისეული კვლევების ჩასატარებლად);

    6. შეიქმნა საგანმანათლებლო-პრაქტიკული მასალები;

    7. ჩატარდა მედია-, ადვოკატირებისა და ფონდების მოძიების კამპანიები;

    8. 120 კლინიკა აღიჭურვა გლუკოზის მონიტორინგის საბაზისო ისეთი საშუალებებით (გლუკომეტრები და ჩხირები), რომლებიც ხელმისაწვდომია არსებულ ბაზარზე და არაა დეფიციტში;

    9. დონორ ორგანიზაციასთან ადვოკატირების გზით, მოხდა დამატებითი რესურსების გამოყოფა გლიკოზირილებული ჰემოგლობინის განსასაზღვრი ექსპრეს-აპარატის შესაძენად, რითაც გადაიჭრა სამეგრელოს რეგიონში მოცემული ანალიზის ჩატარებასთან დაკავშირებული პრობლემა.

    საერთო ჯამში, პროექტი წარმატებულად განხორციელდა. დონორი ორგანიზაცია და პროექტის ბენეფიციარები კმაყოფილები არიან პროექტის შედეგებით.

    უკან

      © 2012-2019 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE