ქართული | English

სიახლეები
  • 21-06-2016
  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტურობის კვლევა
  • 04-02-2016
  • შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები - სკრინინგის, პროფილაქტიკის, მართვის და მკურნალობის ძირითადი ასპექტები
  • 15-12-2015
  • პროექტი „სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა“
  • 20-11-2015
  • კონკურსი დიაბეტური ტერფის კაბინეტების მოსაწყობად
  • 23-10-2013
  • კამპანია: აიკრძალოს მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში!
  • 23-10-2013
  • აპრილიდან საქართველოს ოთხ რეგიონში
  • 23-10-2013
  • პარტნიორობა თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოსათვის დაიწყო (09 მარტი 2013)
    გამოკითხვა
    დიაბეტის თემასთან დაკავშირებული რომელი საკითხი იქნებოდა თქვენთვის მეტად საინტერესო?
    დიაბეტის სახეები და გლიკემიის სხვა დარღვევები
    შაქრიანი დიაბეტის ადრეული გართულებები ( ჰიპოგლიკემია, კეტოაციდოზი, ჰიპეროსმოლარული სინდრომი, თანმხლები ინფექციური დაავადებები)
    დიაბეტის შორეული გართულებები (დიაბეტური რეტინოპათია, დიაბეტური ნეფროპათია, დიაბეტური ნეიროპათია, დიაბეტური ტერფი)
    შაქრიანი დიაბეტის თვითკონტროლი (ჯანსაღი კვება, დიეტის ინდივიდუალური შერჩევა, ფიზიკური აქტივობა)
    დიაბეტი და ორსულობა (გესტაციური და პრეგესტაციური დიაბეტი)
    შაქრიანი დიაბეტი ხანდაზმულ და მოხუცებულ ასაკში
    დიაბეტის ფსიქოლოგიური ასპექტები. დეპრესია და შაქრიანი დიაბეტი
    შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკა, დიაბეტის კონტროლი - აუცილებელი ტესტების / ანალიზების/კვლევების ჩატარების რეგულარობა
    სისხლში გლუკოზის თვითკონტროლის მეთოდები და სიხშირე (ინტენსიური კონტროლი); გლიკემიის თვითკონტროლის ტექნიკა. ინსულინის ინექციების ტექნიკა, ინსულინის ინექციების ადგილის როტაციის მეთოდი, სხვდასხვა ტიპის ინსულინის ინექციების ადგილი.
    პრობლემური ტერფი (მაზოლი, კოჟრი, ნახეთქი, ჩაზრდილი ფრცხილები) და მისი მოვლა, იარა ტერფზე. როგორ ვუმკურნალოთ/ვმართოთ. ტერფის რეგულარული შემოწმების მნიშვნელობა. ფეხსაცმლისა და წინდების სწორი შერჩევა
    რამდენად გაწუხებთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (რესტორანი, კაფე, სამუშაო გარემო) დაგროვებული თამბაქოს კვამლი?
    ძალიან მაწუხებს
    ზომიერად მაწუხებს
    არ მაწუხებს
    მიჭირს პასუხის გაცემა
     


    პროექტი დიაბეტური ტერფის მკურნალობის გაუმჯობესება დაიწყო 2015 წლის 1-ელ თებერვალს და 2017 წლის ბოლომდე გაგრძელდება. იგი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია Welfare Foundation-ის მიერ, დიაბეტის მსოფლიო ფონდის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია საქართველოს მასშტაბით დიაბეტთან ასოცირებული ტერფისმიერი გართულებებისა და მასთან დაკავშირებული ამპუტაციების რაოდენობის შემცირება. 

    პროექტის ფარგლებში იგეგმება 11 დიაბეტური ტერფის კაბინეტის ორგანიზება და აღჭურვა საქართველოს 6 რეგიონში: თბილისი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი, სამეგრელო და აჭარა. მოცემულ კაბინეტებში სამუშაოდ მომზადდებიან ექთან-პოდიატრისტები, რომელთა ინსტიტუტი ამჟამად არ არსებობს საქართველოში. შესაბამისად, პროექტი დაეხმარება ქართულ სამედიცინო სივრცეს ამ ტიპის სერვისის დანერგვასა და აპრობირებაში. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში გადამზადდებიან იმ მომიჯნავე სპეციალობის მქონე პრაქტიკოსი ექიმები, რომლებსაც პირდაპირ ან ირიბად აქვთ შეხება დიაბეტსა და მის ტერფისმიერ გართულებებთან (ენდოკრინოლოგი, ქირურგი, ანგიოლოგი, ნევროლოგი და სხვ.).

    მომზადდება საგანმანათლებლო მასალები ექთან-პოდიატრისტების, ექიმებისა და პაციენტებისთვის, რომლებიც აუმაღლებენ სამიზნე აუდიტორიას ცოდნის დონეს ზოგადად დიაბეტის და მისი ტერფისმიერი გართულებების, აგრეთვე მათი პროფილაქტიკისა და დროული მკურნალობის შესახებ. ჩატარდება სკრინინგ-კამპანიები, რომლებიც პაციენტებში ტერფისმიერი გართულებების დროული გამოვლენისა და შესაბამისი ინტერვენციისაკენ იქნება მიმართული.

    პროექტის შედეგად უნდა მოხდეს სამიზნე რეგიონებში დიაბეტური ტერფის ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესება. ხოლო შორეულ პერსპექტივაში, ამ პრობლემის პრევალენტობის შემცირება პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების მდგრადობის უზრუნველყოფის გზით.

    პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ოფიციალურ ფბ-გვერდზე: https://www.facebook.com/WFdiabetesprojects

    პროექტით დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს, ანა ჟულინას ტელეფონზე: 599408845 და/ან ელ-ფოსტაზე: zhulina.anna@gmail.com

    უკან

      © 2012-2019 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE