ქართული | English

სიახლეები
  • 21-06-2016
  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტურობის კვლევა
  • 04-02-2016
  • შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები - სკრინინგის, პროფილაქტიკის, მართვის და მკურნალობის ძირითადი ასპექტები
  • 15-12-2015
  • პროექტი „სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა“
  • 20-11-2015
  • კონკურსი დიაბეტური ტერფის კაბინეტების მოსაწყობად
  • 23-10-2013
  • კამპანია: აიკრძალოს მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში!
  • 23-10-2013
  • აპრილიდან საქართველოს ოთხ რეგიონში
  • 23-10-2013
  • პარტნიორობა თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოსათვის დაიწყო (09 მარტი 2013)
    გამოკითხვა
    დიაბეტის თემასთან დაკავშირებული რომელი საკითხი იქნებოდა თქვენთვის მეტად საინტერესო?
    დიაბეტის სახეები და გლიკემიის სხვა დარღვევები
    შაქრიანი დიაბეტის ადრეული გართულებები ( ჰიპოგლიკემია, კეტოაციდოზი, ჰიპეროსმოლარული სინდრომი, თანმხლები ინფექციური დაავადებები)
    დიაბეტის შორეული გართულებები (დიაბეტური რეტინოპათია, დიაბეტური ნეფროპათია, დიაბეტური ნეიროპათია, დიაბეტური ტერფი)
    შაქრიანი დიაბეტის თვითკონტროლი (ჯანსაღი კვება, დიეტის ინდივიდუალური შერჩევა, ფიზიკური აქტივობა)
    დიაბეტი და ორსულობა (გესტაციური და პრეგესტაციური დიაბეტი)
    შაქრიანი დიაბეტი ხანდაზმულ და მოხუცებულ ასაკში
    დიაბეტის ფსიქოლოგიური ასპექტები. დეპრესია და შაქრიანი დიაბეტი
    შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკა, დიაბეტის კონტროლი - აუცილებელი ტესტების / ანალიზების/კვლევების ჩატარების რეგულარობა
    სისხლში გლუკოზის თვითკონტროლის მეთოდები და სიხშირე (ინტენსიური კონტროლი); გლიკემიის თვითკონტროლის ტექნიკა. ინსულინის ინექციების ტექნიკა, ინსულინის ინექციების ადგილის როტაციის მეთოდი, სხვდასხვა ტიპის ინსულინის ინექციების ადგილი.
    პრობლემური ტერფი (მაზოლი, კოჟრი, ნახეთქი, ჩაზრდილი ფრცხილები) და მისი მოვლა, იარა ტერფზე. როგორ ვუმკურნალოთ/ვმართოთ. ტერფის რეგულარული შემოწმების მნიშვნელობა. ფეხსაცმლისა და წინდების სწორი შერჩევა
    რამდენად გაწუხებთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (რესტორანი, კაფე, სამუშაო გარემო) დაგროვებული თამბაქოს კვამლი?
    ძალიან მაწუხებს
    ზომიერად მაწუხებს
    არ მაწუხებს
    მიჭირს პასუხის გაცემა
     


    პროექტის მიზანი: 

    ეფექტური და ფუნქციონირებადი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა თბილისში, სამეგრელოში, შიდა ქართლში და აჭარაში.

    სამიზნე ჯგუფები:

    "მომავალი სიღარიბის გარეშე" კოალიციაში გაწევრიანებულია 50-მდე საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლებიც მუშაობენ მთავრობის საქმიანობის მონიტორინგზე, ჯანდაცვისა და სოციალურ პრობლემებზე, გენდერული თანასწორობის, მოზარდთა და შშმ მოქალაქეების უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სამიზნე რეგიონები გახლავთ თბილისი, სამეგრელო, აჭარა და შიდა ქართლი. 

    პროექტის ამოცანები:

    კოალიციაში გაწევრიანებული 50- მდე საზოგადოებრივი ორგანიზაციის ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობების ამაღლება. 

    შიდა, თემატურად დაყოფილი ჯგუფების შექმნა და მათ მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის, ჯანდაცვის უფლების დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის, გენდერული თანასწორობის, მიზარდთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვის საკითხებზე მონიტორინგის განხორციელება. 

    საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და ადგილობრივ მთავრობასა და სახალხო დამცველთან ურთიერთობის ხელშეწყობა.

    კოალიციაში გაწევრიანებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის მცირე გრანტების გამოყოფა, რომლებიც მიმართულია მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზაციისაკენ.

    კონკრეტული საქმიანობები:

    1.1 საბაზისო გამოკითხვის ჩატარება.

    1.2 საზოგადოებრივი ორგანიზაციების სემინარების ჩატარება.

    1.3 WF ექსპერტებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა პირისპირი შეხვედრების და კონსულტაციების ჩატარება.

    2.1 თემატური ჯგუფების ჩამოყალიბება

    2.2 თემატური ჯგუფების ლიდერთა არჩევა

    3.1 საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ დეტალური სამოქმედო გეგმის შექმნა

    3.2 საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ სახალხო დამცველთან რეგულარული თანამშრომლობის გეგმის შემუშავება

    4.1 მცირე გრანტების პროექტთა კონკურსის წესების შემუშავება და გამოცხადება

    4.2 10- მდე პროექტის იმპლემენტაცია მცირე გრანტების პროექტის ფარგლებში

    4.3 გრანტის მომზადებისა და პროექტთა იმპლემენტაციის პროცესის ანალიზი და შემაჯამებელი პრეზენტაცია კოალიციის ერთობლივ სემინარზე 

    უკან

      © 2012-2019 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE