ჩვენს შესახებ



ისტორია

არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია “ველფეარ ფაუნდეიშენი” 2000 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებლები არიან ქართველი პროფესიონალები, რომლებმაც მიიღეს უმაღლესი განათლება მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებში ისეთებში როგორიცაა ჰარვარდის უნივერსიტეტი, ნიუ იორკის უნივერსიტეტი, ემორის უნივერსიტეტი და სხვა. ჩვენ გავერთიანდით, რომ შეგვექმნა საერთაშორისო დონის ქართული დაწესებულება, უმაღლესი დონის კვლევისა და პროექტების მართვის
ცენტრი, რომელიც თავის ძალას მომართავდა ისეთი სენსიტიური საკითხებისკენ, როგორიც არის ჯანდაცვა, სიღარიბე და სოციალური კეთილდღეობა. ორგანიზაცია დაკომპლექტებულია საერთაშორისო დონის ექსპერტებით საერთაშორისო განვითარებაში, ჯანდაცვისა და სოციალურ კვლევაში, პოლიტიკის ანალიზსა და სოციალური პროგრამების დანერგვაში. ველფეარ ფაუნდეიშენში მუშაობამდე, ჩვენმა თანამშრომლებმა მიიღეს უდიდესი გამოცდილება სხვადასხვა საერთაშორისო მულტი–ლატერალურ და ბი–ლატერალურ ორგანიზაციებსა და საერთაშორისო დონის არასამთავრობო სექტორში მუშაობისას. ჩვენი გუნდის წევრები ასევე თანამშრომლობენ სხვადასხვა სააგენტოებსა და დონორებთან როგორც დამოუკიდებელი, ტექნიკური კონსულტანტები.



გამგეობა

ორგანიზაციის გამგეობა შედგება ხუთი წევრისგან და მას მართავს გამგეობის თავმჯდომარე. გამგეობა განსაზრვრავს ორგანიზაციის სტრატეგიულ მიმართულებებს და პოლიტიკას. გამგეობის წევრების არჩევა ხდება 5 წლის ვადით. ახლანდელი გამგეობა არჩეულ იქნა 2020 წლის დასაწყისში და ორგანიზაციას წარუძღვება 2025 წლამდე. გამგეობა იკრიბება წელიწადში ერთხელ, რა დროსაც ხდება ორგანიზაციის მუშაობის შეჯამება, სტრატეგიული მიმართულებების და მიზნების დასახვა და განსაზღვრა.


გამგეობის წევრები:

  • პროფესორი ზურაბ ქევანიშვილი არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიიის წევრი და საქართველოს აუდიოლოგიის და სმენის რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი, მკვლევარი და ათეულობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. იგის არის ქვეყნის ერთ ერთი წამყვანი ნევროფიზიოლოგი.


  • გიორგი კაციტაძე არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და აშშ-ს სამედიცინო ასოციაციის მიერ სერტიფიცირებული ექიმ პედიატრი. მას მიღებული აქვს აშშ-ს საუკეთესო ექიმების ჯილდო 2014 და 2015 წლებში. სამედიცინო პრაქტიკის გარდა, რომელსაც იგი „Pediatric Partners of Gwinnett“-ში ეწევა, იგი აქტიურად არის ჩართული ტელემედიცინის დანერგვაში და აუტიზმით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციში. იგი არის მრავალი სამედიცინო ნაშრომიდ და სტატიის ავტორი.


  • ბახუტი შენგელია არის ექიმი და ამჟამად მოღვაწეობს კომპანია Novartis-ში. იგი არის Global Policy and Healthcare System მიმართულების ხელმძღვანელი. მას აქვს 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი, ვაქცინაციის გლობალური ალიანსი და სხვა. მას დამთავრებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრატურა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმაღტულებით და ფლობს მაგისტრის ხარისხს.


  • ლაშა კალმახელიძე არის „მედიქლაბჯორჯია”-ს ერთერთი წამყვანი სპეციალისტი და ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი. მას აქვს საერთაშორის სამედიცინო გამოცდილება. იგი მუშაობდა ჰამერ სმიტის ჰოსპიტალში (დიდი ბრიტანეთი, ლონდონი) და ასევე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.


  • მირანდა ახვლედიანი არის სამართლის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის უფლებების სფეროში ერთერთი წამყვანი სპეციალისტი. იგი არის „პრაისუოთერჰაუსკუპერსის“ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ერთერთი წამყვანი იურისტი. მას დამთავრებული აქვს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.



  • ჩვენი გუნდი


  • სიმონ გაბრიჭიძე არის ექიმი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი. ის ფლობს მაგისტრის ხარისხებს საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და ჯანდაცვის მენეჯმენტში (ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი; გერმანია) და განვითარების სწავლებებში (როტერდამის ერაზმუსის უნივერსიტეტი; ნიდერლანდები). ამჟამად არის ჩვენი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური ფაკულტეტის წევრი. სიმონს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების მომზადებასა და მართვაში.


  • ესმა იმერლიშვილი არის ექიმი და ასევე ფლობს ეპიდემიოლოგის მაგისტრის ხარისხს. ამჟამად, ის ეწევა კვლევით საქმიანობას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით. არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი. ესმა ჩვენს ორგანიზაციაში მუშაობს 2015 წლიდან პროექტების კოორდინატორად.


  • გიორგი გაგუა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს ინფექციური დაავადებები და ეპიდემიოლოგია. ის არის რამოდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი და სხვადასხვა სამეცნიერო საზოგადოების წევრი. ჩვენს ორგანიზაციაში გიორგი მუშაობს კონსულტანტად 2019 წლიდან.


  • ირაკლი კაციტაძე არის ექიმი და გაეროს მიერ სერტიფიცირებული პროექტების მართვის სპეციალისტი. მას აქვს საერთაშორისო განვითარების სექტორში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება და იგი ფლობს ნიუ იორკის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საჯარო ადმინისტრირებაში და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხს. იგი პასუხისმგებელია ჩვენს ორგანიზაციაში პროექტების მართვაზე.


  • ივანე ქევანიშვილი არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯაფარიძე ქევანიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება კერძო კლინიკების ადმინისტრირებაში და ფინანსურ მენეჯმენტში. მას ასევე აქვს შემუშავებული მრავალი საჯარო კერძო პარტნიორობის მოდელი. იგი პასუხისმგებელია ჩვენი ორგანიზაციის ფინანსურ მართვაზე 2001 წლიდან.




დონორები